საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი “იბერია 1999”, ვიცეჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის “დილა” და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები – ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო”.
ნახევარფინალურ ეტაპზე “იბერია 1999” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს, ხოლო გორის “დილა” – “ტორპედოს”. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
27 ივნისი | იბერია 1999 – დინამო თბილისი | მიხეილ მესხი | 19:00
27 ივნისი | დილა – ტორპედო | თენგიზ ბურჯანაძე | 21:00
სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მატჩი მესამე ადგილისთვის 1 ივლისს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





