საბა გოგლიჩიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბრის მატჩებს კარგ ხასიათზე ხვდება. მან ამის შესახებ 5 ივნისს „მიხეილ მესხზე“ ბაჰრეინთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„პირველი ტაიმის მერე კარგია, რომ პანიკას არ ავყევით. ამ დროს მშვიდად უნდა იყო და გოლს აუცილებლად გაიტან. როდესაც მეტოქე დაცვიდან გეთამაშება, გოლის გატანა რთულია. მთავარია, რომ ეს მოვახერხეთ. უკეთესი იქნებოდა, პირველ ტაიმში შეგვეგდო, რადგან გაიხსნებოდა თამაში და უფრო მეტს გავიტანდით.
თუმცა, მთავარია, მშვიდად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. სექტემბრის თამაშებს კარგ ხასიათზე ვხვდებით და ეს მნიშვნელოვანია. ამ შეკრებაზე განსაკუთრებით კარგი გარემო იყო და როცა გუნდში ასეთი სიტუაცია, ეს შედეგზეც აისახება და სექტემბერში აუცილებლად ძლიერები ვიქნებით“.
ჩვენი გუნდი 2 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუზავდა – 1:1.
საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგაში მე-2 ჯგუფში ასეთია:
ტური, 25 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
II ტური, 28 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უკრაინა
III ტური, 2 ოქტომბერი, 23:45 საათი
უნგრეთი -საქართველო
IV ტური, 5 ოქტომბერი, 23:45 საათი
ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
V ტური, 14 ნოემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უნგრეთი
VI ტური, 17 ნოემბერი, 23:45 საათი
უკრაინა – საქართველო





