კვარაცხელია: „ეს შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ“

0
2

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ეროვნულმა ნაკრებისთვის ივნისის შეკრება ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩვენი გუნდის კაპიტანმა ამის შესახებ 5 ივნისს „მიხეილ მესხზე“ ბაჰრეინთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომელშიც პენალტი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია: „ჩემთვის სეზონი დამთავრებულად არ მიმაჩნდა, რადგან ვფიქრობ, ეს ამხანაგური მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სექტემბრისთვის მოვმზადებულიყავით. ჩემი აზრით, ეს შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ.
როდესაც ვილიმ დამირეკა, ვუთხარი, რომ თუ საშუალება იქნებოდა, მინდოდა ნაკრებში თამაში. მითხრა, რომ გამოძახებული ხარო და შენ გადაწყვიტე, გინდა თუ არა, ახლა ნაკრებში ჩამოსვლაო. ჩემთვის ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიხარულოა, როცა ამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობ, ძალიან სასიამოვნოა. ბევრი არც მიფიქრია, უკვე ვიცოდი, რომ ჩემთვის სეზონის ბოლო თამაში ბაჰრეინთან იქნებოდა“.
ჩვენი გუნდი 2 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუზავდა – 1:1.
ხვიჩამ სანაკრებო კარიერაში გატანილი 23 გოლით მიქაუტაძეს გაუტოლდა. ორივე ჩვენი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ შოთა არველაძეს სამ-სამი ბურთით ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგაში მე-2 ჯგუფში ასეთია:
 ტური, 25 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
II ტური, 28 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უკრაინა
III ტური, 2 ოქტომბერი, 23:45 საათი
უნგრეთი -საქართველო
IV ტური, 5 ოქტომბერი, 23:45 საათი

ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
V ტური, 14 ნოემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უნგრეთი
VI ტური, 17 ნოემბერი, 23:45 საათი
უკრაინა – საქართველო