ლოჩოშვილი: „ნაკრებს, სადაც დავჭირდები, იქ უნდა ვითამაშო“

0
3

ლუკა ლოჩოშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სადაც დასჭირდება იმ პოზიციაზე ითამაშებს. მან ამის შესახებ 5 ივნისს „მიხეილ მესხზე“ ბაჰრეინთან 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც გოლი გაიტანა.
ლუკა ლოჩოშვილი: „ნაკრებს, სადაც დავჭირდები, იქ უნდა ვითამაშო, მაგრამ ჩემი პოზიცია ცენტრალური მცველია. ვფიქრობ, ეს ჩემი ოპტიმალური პოზიციაა და მაქსიმალურად გუნდის დახმარება ამ პოზიციაზე შემიძლია.
ეროვნულ ნაკრებში თითოეული გოლი და გამარჯვება მნიშვნელოვანია. იმედია კიდევ გავიტან და ნაკრებს დავეხმარები. რთული თამაში გამოვიდა, რადგან მეტოქე უკნიდან გვეთამაშებოდა და მარტივი არ არის ასეთ დროს თამაში, მაგრამ მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ. ვფიქრობ, თამაშს ვაკონტროლებდით, დაცვაში შეცდომები დაგვიშვია და კარგად ვითამაშეთ.
რაც შეეხება ოთხ ნომერს, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ოთხი ნომრის ტარება, რადგან ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენს კაპიტანს, გურამ კაშიას ეცვა. რა თქმა უნდა, მისი სურვილი იყო, რომ ჩამეცვა და ამისთვის მას დიდი მადლობა. მხოლოდ პატივისცემა გურამის მიმართ. ის ნამდვილი ლეგენდა და მაგალითია ჩვენთვის. ძალიან ვამაყობ, რომ 4 ნომერი მაცვია. კაშია ქართული ფეხბურთისთვის დიდ საქმეს კიდევ გააკეთებს“.
ჩვენი გუნდი 2 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუზავდა – 1:1.
საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგაში მე-2 ჯგუფში ასეთია:
 ტური, 25 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
II ტური, 28 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უკრაინა
III ტური, 2 ოქტომბერი, 23:45 საათი
უნგრეთი -საქართველო
IV ტური, 5 ოქტომბერი, 23:45 საათი

ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
V ტური, 14 ნოემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უნგრეთი
VI ტური, 17 ნოემბერი, 23:45 საათი
უკრაინა – საქართველო