ოტამენდი „რივერ პლეიტში“ ითამაშებს

0
2

არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი ნიკოლას ოტამენდი კარიერას „რივერ პლეიტში“ განაგრძობს. 38 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმა. ის „რივერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ლისაბონის „ბენფიკასთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ოტამენდი პორტუგალიურ გრანდში 2020 წლიდან გამოდიოდა. მან „ბენფიკას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 281 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა,. არგენტინელმა ლისაბონელებთან ერთად თითოჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი, ხოლო ორჯერ სუპერთასი მოიგო.
ლიონელ სკალონიმ გამოცდილი მცველი აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის არგენტინის ნაკრების სიაში შეიყვანა. ოტამენდიმ ოთხი წლის წინ კატარში გაამრთულ მუნდიალზე არგენტინელებთან ერთად ოქროს მედლები მოიგო.
ლაშა თაბაგარი