„გაგრამ“ წარუმატებელი სერია „დილასთან“ შეწყვიტა

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დასრულდა, სადაც „გაგრამ“ გორის „დილა“ მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილი თანამემამულე კლაუდინეი მოძებნა, რომელმაც მახვილი კუთხიდან კარის გასწვრივ ჩააწოდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ დავით კერესელიძემ ხელით ბურთი საკუთარ კარში შეაგდო – 1:0.
82-ე წუთზე გორელთა ბრაზილიელმა მცველმა ჟოაუ არაუჟომ უხეშობოსთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 86-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანძემ თავისი ნახევდირან კარგი პასი გაუკეთა უკრაინელ ფორვარდ ანდრეი ანდრეიჩუკს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლევან კორღალიძის დანიშვნის შემდეგ „დილას“ ზედიზედ სამი მატჩი არ მოუგია (ერთი ფრე და ორი მარცხი) – 20 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
სერბო ჟელკო ლიუბენოვიჩის ხელმძღვანელობით „გაგრელებმა“ მიჯრით 6-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და 14 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე არიან.
გაგრა 2:0 დილა 
ლაშა თაბაგარი