მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის თასის ფინალში „შტუტგარტი“ 3:0 დაამარცხა. ბავარიელთა რიგებში სამივე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, რომელმაც „ბაიერნში“ ასპარეზობის პერიოდში ერთ მატჩში სამი ან მეტი გოლი 13-ჯერ გაიტანა. მან ზედიზედ ორი ჰეთ-თრიქი მიითვალა.
კეინი არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის (73) და პორტუგალიის ნაკრების კაპიტან კრიშტიანუ რონალდუს (66) შემდეგ 21-ე საუკუნეში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში ერთ სეზონში 60 გოლზე მეტი გაიტანა. 32 წლის ფეხბურთელმა 2025-2026 წლების სეზონში მიუნხენელთა მაისურით გერმანიის ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო. 2024-2025 წლების სეზონში მან გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„ბაიერნმა“ 2020 წლის შემდეგ პირველად გერმანიის თასი მოიგო, ხოლო არსებობის ისტორიაში ამ ტიტულს 21-ედ დაეუფლა. ბავარიელებმა 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ პირველად ერთ სეზონში სამი ჯილდო მოიპოვეს.
ლაშა თაბაგარი





