გვარდიოლა: „პაუზა დავიმსახურე“

0
2

პეპ გვარდიოლას განცხადებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში მწვრთნელად არ იმუშავებს, რადგან პაუზის აღება დაიმსახურა.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში მწვრთნელად არ ვიმუშავებ. ეს ერთადერთია რის თქმაც ზუსტად შემიძლია. გეფიცებით ძალა რომ მქონდეს, მაშინ „სიტიში“ კიდევ დავრჩებოდი. გულწრფელად გეუბნებით, რომ პაუზა დავიმსახურე.
სამომავლოდ არავითარი გეგმა არ მაქვს დასვენების და იმ დროის ანაზღაურებისთვის, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობაში დავკარგე, როდესაც ისინი იზრდებოდნენ. არსებობს ბევრი რამ რაც არ გავაკეთე და რომლის გაკეთებაც მსურს – თუნდაც რაღაც უბრალო, „სულელური“ რამ“ – იუწყება ინგლისური მედია ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ „სიტის“ თავკაცის თანამდებობას დატოვებს.
55 წლის გვარდიოლამ „სიტიში“ 10-წლიანი მუშაობის პერიოდში გუნდს ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი