ესპანეთის ლა ლიგის ბოლო 38-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:2 დაამარცხა. მასპინძლებში ერთი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომელიც 2025-2026 წლების სეზონში 31 მატჩში მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლა ლიგისა საუკეთესო მეგოლის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიგო – 2024-2025 წლების სეზონში მან 31 შეხვედრაში 34 ბურთი შეაგდო.
მბაპე 2017-2018 წლების სეზონის მერე, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირის წოდება ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა. მანამდე, იმავე „ბარსელონას“ მაისურით არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მოახერხა, რომელმაც საერთო ჯამში ბომბარდირის ტიტული მიჯრით 5-ჯერ მოიპოვა.
ცნობისთვის, “ატლეტიკთან” მატჩი “რეალის” შემადგენლობაში ბოლო აღმოჩნდა კარვახალისთვის და ალაბასთვის.
ლაშა თაბაგარი





