კრიშტიანუ რონალდუს კიდე ერთი ტიტული და 973-ე გოლი

0
2

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში კიდევ ერთი ტიტული მოიგო. საუდის არაბეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „ალ-ნასრმა“ შინ „დამაკს“ 4:1 სძლია და 2019 წლის შემდეგ პირველად ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო არსებობის ისტორიაში მეთერთმეტედ გაჩემპიონდა.
მასპინძლების კაპიტანმა რონალდუმ 63-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ბურთი კარის ბადეში მოათავსა და ანგარიში 3:1 გახდა. მან კარიერაში საჯარიმოდან 65-ე გოლი მიითვალა, ხოლო არგენტინის ნაკრების და „ინტერ მაიამის“ კაპიტნის ლიონელ მესის ანგარიშზე სტანდარტულიდან 71 გოლია. ცნობისთვის, რონალდუმ ჯარიმიდან თავი „ალ-ნასრის“ მაისურით თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველად გამოიჩინა. 81-ე წუთზე პორტუგალიელმა მეორე ბურთი შეაგდო და კარიერის განმავლობაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე 973 გოლი დააგროვა,
41 წლის რონალდუმ 2025-2026 წლების სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 28 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გავიდა. მას ხულიან ანდრეს კინიონესმა („ალ-კადისია“, 33 გოლი) და აივენ ტოუნიმ („ალ-აჰლი“, 32 გოლი აჯობეს).
რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონი „ალ-ნასრში“ გადასვლის შემდეგ პირველად გახდა, ხოლო საკლუბო დონეზე 2021 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი