გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ეს გასაკვირი არაა, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ავსტრიაში სეზონის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა.
კიტეიშვილმა, რომელმაც განვლილ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ოთარმა ავსტრიის თასზე სამჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. ევროპა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში ოთარმა მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კარიერაში ასეთი შედეგიანი სეზონი პირველად ჰქონდა.
ლაშა თაბაგარი





