„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის თქმით, ევროპა ლიგას ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ. ესპანელმა თავკაცმა ამის შესახებ ფინალში გერმანიის „ფრაიბურგთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ფანტასტიკაა. ევროპამ ძალიან ბევრი მოგვცა. პირადად მეც ძალიან ბევრი მომცა. ევროპაში თამაში ყოველთვის მიხარია. ნებისმიერ შეჯიბრებაში, მაგრამ განსაკუთრებით ევროპა ლიგაში.
მადლობა კლუბებს სადაც მიმუშავია ნაჩვენები გზისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც „ვალენსიაში“, „სევილიაში“, „ვილიარეალში“ და „ასტონ ვილაში“ მივიღე. მადლობა მფლობელებს და მოთამაშეებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორაა ყველა განწყობილის. ჩვენ ამ შეჯიბრებას სერიოზულად მოვეკიდეთ და ვეცადეთ მაქსიმალურად დავხარჯულიყავით. წელს ევროპა ლიგას ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ და კონცენტრირებული ვიყავით.
რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა გამარჯვების სურვილი გამოავლინეს. მათ ვეუბნებოდით, რომ ეს სურვილი უნდა გამოემჟღავენებითა და ტურნირს სერიოზულად მოკიდებოდნენ, რათა მოედანზე ეჩვენებინათ მოედანზე მთავარი გმირი ვინაა – ეს გამოუვიდათ“ – თქვა ემერიმ.
მოტეხილი თითით ითამაშა – მან ტრავმა მატჩამდე მოთელვის დროს მიიღო.
„ასტონ ვილამ“ თავის ისტორიაში მესამე ევროპული ჯილდო მოიპოვა – 1982 წელს ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. ბირმინგემელებმა 1996 წლის შემდეგ ყველა ტურნირში სადაც მონაწილეობდნენ პირველად გაიმარჯვეს. მათ ბოლოს ინგლისის ლიგის თასი აღმართეს.
ემერიმ ევროპა ლიგაში 6 ფინალიდან 5 მოიგო, რაც რეკორდია – ზედიზედ სამჯერ „სევილიასთან“ ერთად, ხოლო თითოჯერ – „ვილიარეალთან“ და „ასტონ ვილასთან“. „არსენალის“ თავკაცის თანამდებობაზე მუშაობის დროს „ჩელსისთან“ დამარცხდა. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროთასი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიპოვა. ევროთასებზე გამარჯვებათა რაოდენობით ესპანელი სპეციალისტი იტალიელებს კარლო ანჩელოტის და ჯოვანი ტრაპატონის, ასევე პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს გაუთანაბრდა.
ლაშა თაბაგარი





