ლუის ენრიკე: „უბურთოდ თამაშში „არსენალი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“

0
1

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ლონდონის „არსენალი“ უბურთოდ თამაშში მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.
„ვფიქრობ, „არსენალმა“ ჩემპიონატში გამარჯვება დაიმსახურა, რადგან საუცხოო სეზონი ჩაატარა. ამ გუნდს გასულ სეზონში შევხვდით და ვიცით რას წარმოადგენს. უბურთოდ თამაშში „არსენალი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ხოლო როდესაც ბურთი აქვს ბევრი გოლის გატანა შეუძლია. ლონდონელებისთვის ეს მშვენიერი შერწყმაა. ლოგიკურია, რომ ჩვენ მეტოქე სწორედ ეს გუნდია. ნამდვილად დიად ფინალს ველოდებით.
„არსენალის“ სტატისტიკას როცა უყურებ, სჩანს, რომ მიკელ არტეტა ლიდერია როგორც მწვრთნელია, რომელმაც გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა. ჩვენი მეტოქე რამდენიმე სეზონია პროგრესირებს.
წელს „არსენალმა“ პრემიერლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ხოლო შარშან ნახევარფინალში ითამაშა. ეს გუნდი იქ ყოფნას იმსახურებს, რადგან არტეტას თავის მოთამაშეებს გამარჯვებულის სულისკვეთებას უნერგავს“ – აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში 30 მაისს ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი