გულიაშვილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

0
2

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურში სანტანდერის „რასინგმა“ შინ „ვალიდოლიდი“ დაამარცხა და მომავალ სეზონში ლა ლიგაში იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 23-ე წუთზე მარჯვენა ფეხის კოჭის ტრავმის გამო შეცვალეს. „რასინგის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გულიაშვილს კოჭი მოტყდა და თვენახევარი უნდა იმკურნალოს. შესაბამისად, ის მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა და ჩვენ ეროვნულ გუნდს ივნისის სანაკრებო მატჩებშიც ვერ დაეხმარება.
გულიაშვილი „რასინგში“ მიმდინარე წლის ზამთარში ბოსნიის „სარაევოდან“ გადავიდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა.