პორტუგალიამ შემადგენლობა დაასახელა – რონალდუს მეექვსე მუნდიალი

0
2

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. ესპანელმა სპეციალისტმა შემდეგ ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი, ინგლისი), რუი სლვა (სპორტინგი), რიკარდო ველიო (გენჩლერბირლიგი, თურქეთი).
მცველები: დიოგო დალო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი ), მათეუშ ნუნიეში (მანჩესტერ სიტი, ინგლისის), ნელსონ სემედუ (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა, ესპანეთი), ნუნუ მენდეში (პსჟ, საფრანგეთი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), რენატო ვეიგა (ვილიარეალი, ესპანეთი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ტომაშ არაუჟო (ბენფიკა).
ნახევარმცველები: რუბენ ნევეში (ალ ჰილალი, საუდის არაბეთი), სამუელ კოშტა (მალიორკა, ესპანეთი), ჟოაო ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).
თავდამსხმელები: ჟოაო ფელიქსი (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), ფრანსისკო ტრინკაუ (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი, იტალია), პედრო ნეტო (ჩელსი, ინგლისი), რაფაელ ლეაო (მილანი, იტალია), გონსალუ გედეში (სოსიედადი, ესპანეთი), გონსალუ რამუში (პსჟ, საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი, საუდი არაბეთი).
აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე პორტუგალია K ჯგუფში კოლუმბიას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და უზბეკეთს შეხვდება. რონალდუ კარიერაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მანამდე, ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი შედეგი არავის ჰქონია.

ლაშა თაბაგარი