ავტორიტეტულმა ჟურნალისტებმა ფაბრიციო რომანომ და დევიდ ორშტეინმა „მანჩესტერ სიტიდან“ პეპ გვარდიოლას წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს. ესპანელი სპეციალისტი თანამდებობას 38-ე ტურში ინგლისის პრემიერლიგაში „ასტონ ვილასთან“ მატჩის შემდეგ დატოვებს.
ორივე ჟურნალისტის ცნობით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს და გვარდიოლას იტალიელი სპეციალისტი ენცო მარესკა შეცვლია, რომელიც 2022-2023 წლების სეზონში „სიტიში“ გვარდიოლას ეხმარებოდა, ხოლო შემდეგ „ლესტერში“ და „ჩელსიში“ მუშაობდა.
55 წლის გვარდიოლამ „სიტიში“ 10-წლიანი მუშაობის პერიოდში გუნდს ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





