ანჩელოტიმ მუნდიალისთვის ნეიმარი განაცხადში შეიყვანა

0
2

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადში ნეიმარიც შეიყვანა, რომლის მოხვედრა მომავალ მუნდიალზე სათუოა ოყო.
მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ვევერტონი (გრემიო).
მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), დანილო (ფლამენგო), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი, იტალია) დუგლას სანტოსი (ზენიტი, რუსეთი), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი, ინგლისი), როჯერ იბანიესი (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი), ლეო პერეირა (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ვესლი ფრანკა (რომა, იტალია).
ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), დანილო (ბოტაფოგო), ფაბინიო (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო).
თავდამსხმელები: ენდრიკი (ლიონი, საფრანგეთი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი, ინგლისი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი, ინგლისი), ლუის ენრიკე (ზენიტი, რუსეთი), მათეუშ კუნია (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნეიმარი (სანტოსი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), რაიანი (ბორნმუთი, ინგლისი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ესპანეთი).
აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე ბრაზილია C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი