მექვაბიშვილმა რუმინეთში „ოქროს დუბლი“ შეასრულა

0
2

ანზორ მქევაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიასთან“ ერთად რუმინეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო. საჩემპიონო ჯგუფის ბოლოსწინა მე-9 ტურში კრაიოველებმა უშუალო კონკურენტი კლუჟის „უნივერსიტატია“ მიიღეს და 5:0 დაამარცხეს, რის წყალობით ოქროს მედლები გაინაღდეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 75 წუთი ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. 59-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ, ანზორმა მეტოქის მცველის მოგერიებული ბურთი ჩაჭრა და დაახლოებით 18 მეტრიდან „ცხრიანში“ მოათავსა. მან მიმდინარე სეზონში რუმინეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში „უნივერსიტატიასთან“ ერთად რუმინეთის თასიც მოიგო, რომლის გათამაშებაში 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი