შენგელიამ სეზონი გოლით დაასრულა

0
2

ლევან შენგელია საბერძნეთის სუპერლიგაში სეზონი გოლით დაასრულა. კრეტას ოფი-მ „ვოლოსი“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა.
შენგელიამ 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 71-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეულმა ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან განვლილ სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
„ვოლოსმა“ 2025-2026 წლების სეზონში საბერძნეთის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა. მომავალ სეზონში ოფი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „კრივბასი“ 3:2 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი თამაშში მე-14 წუთზე ტრავმირებული გრემის ნაცვლად ჩაერთო და 41-ე წუთზე საგოლე გადაცემა ლასინ ტრაორეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მან ჩემპონატში ჩატარებულ 13 მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ევროპა ლიგაში 5-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აზაროვმა უკრაინის ჩემპიონატი მეორედ მოიგო.
ლაშა თაბაგარი