გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ნიურნბერგი“ სტუმრად „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო – 3:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და სტუმრები მარცხს გადაარჩინა. 83-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:2 იგებდნენ, ილმაზის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში მყოფმა ლოჩოშვილმა თავით ანგარიში გაათანაბრა. მან „ნიურნბერგში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 33-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. ნიურნბერგელებმა 46 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი





