მანუელ ნოიერმა მიუნხენის „ბაიერთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. 37 წლის მეკარე გერმანული გრანდის ღირსებას 2027 წლის ივნისამდე დაიცავს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს გელზენკირხენის „შალკედან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებული 597 მატჩიდან გოლი 269 შეხვედრაში არ გაუშვა. მან „ბაიერთან“ ერთად გერმანიის ბუნდესლიგა 13-ჯერ, გერმანიის თასი 5-ჯერ, გერმანიის სუპერთასი 7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ევროპის სუპერთასი 2-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





