დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ნახევარფინალი მოიგო – წინ ფინალია

0
2

„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში შინ „როდეზი“ დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც 2025-2026 წლების სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და რეგლამენტის მიხედვით პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. საერთო ჯამში გუნდებმა 20 თერთმეტმეტრიანი შეასრულეს და „სენტ-ეტიენმა“ 7:6 გაიმარჯვა. მასპინძლებიდან პირველი პენალტი დავითაშვილმა გაიტანა.
„სენტ-ეტიენი“ პლეი-ოფის ფინალში ორ მატჩს ჩაატარებს ლიგა 1-ში მე-16 ადგილზე გასულ გუნდთან, რომლის ვინაობაც დღეს გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი