მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „ასტონ ვილასთან“ ვერაფერი გააწყო

0
2

ინგლისის პრემიერლიგის ბოლოსწინა 37-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად ბირმინგემს „ასტონ ვილას“ შეხვდა და 2:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ლივერპულელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-2 წუთზე მასპინძლების ფორვარდმა უოტკინსმა „ლივერპულის“ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და მამარდაშვილი ბურთს დაეუფლა. მე-11 წუთზე საჯარიმოს გარეთ გამოსულმა მამარდაშვიმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელსაც როჯერსი დაეუფლა, მაგრამ კარში ვერ გადაგზავნა.
42-ე წუთზე როჯერსმა ბურთი სტუმრების საჯარიმოში მიიღო და შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ დარტყმით ანგარიში გახსნა. 52-ე წუთზე საპასუხო ბურთი მერსისაიდელთა კაპიტანმა ვან დაიკმა გაიტანა.
57-ე წუთზე „ლივერპულმა“ თავის ნახევარზე აუტი ჩააწოდა და სობოსლაის ფეხი დაუცდა, რის გამო წაიქცა, ხოლო ბურთს როჯერსი დაეუფლა, რომელმაც საჯარიმოში უოტკინსი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიშში სხვაობა გაზარდა. 59-ე წუთზე მამარდაშილთან პირისპირ დარჩენილმა უოტკინსმა დაარტყა, მაგრამ გიორგიმ ბურთი მოიგერია. 65-ე წუთზე უოტკინსი გატანას მარჯვენა მახვილი კუთხიდან შეეცადა, მაგრამ კარიდან გამოსუმა მამარდაშვილმა ისევ იყოჩაღა.
73-ე წუთზე მამარდაშვილმა ჯერ საჯარიმოს გარედან ტილემანსის დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან პაუ ტორესს აუღო, მაგრამ საბოლოოდ კართან მარტო მდგომმა უოტკინსმა დუბლი შეასრულა. 89-ე წუთზე „ასტონ ვილას“ კაპიტანმა მაკგინმა დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ „ცხრიანში“ გაგზავნა ბურთი, რომელსაც ქართველი მეკარე ხელით შეეხო, მაგრამ ვერ უკუაგდო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმრებიდან თავი ისევ ვან დაიკმა გამოიჩინა.
„ლივერპული“ 59 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი