ანზორ მექვაბიშვილმა კრაივოას „უნივერსიტატიასთან“ ერთად რუმინეთში პირველი ტიტული მოიგო. რუმინეთის თასის ფინალში კრაიოველები კლუჟის „უნივერსიტატიას“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში კრაიოველებმა 6:5 გაიმარჯვეს. “უნივერსიტატიამ” რუმინეთის თასი 5-წლიანი პაუზის მერე მოიპოვა.
მექვაბიშვილს რუმინეთში „ოქროს დუბლის“ მოპოვების შანსი აქვს, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „უნივერსიტატიას“ საჩემპიონო ჯგუფში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





