“დილას” ლევან კორღალიძე გაწვრთნის

0
1

გორის “დილას” ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა. მან იტალიელი დიეგო ლონგო შეცვალა. გორული კლუბის ხელმძღვანელები 46 წლის სპეციალისტს ხვალ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართ პრესკონფერენციაზე წარადგენენ, რომლის დასრულების შემდეგ ის გულშემატკივრებს შეხვდება.
ბოლოს კორღალიძე თბილისის “იბერიას” ავარჯიშებდა, რომლიდან შარშან 31 ივლისს დაითხოვეს. ის “იბერიას” (ყოფილი “საბურთალო”) 3-ჯერ ავარჯიშებდა – 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე და 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე. მან 2021 წელს თბილისელებთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო, ხოლო 2024 წელს – კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. 46 წლის კორღალიძე ასევე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” თავკაცობდა, 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის მაისამდე კი ყაზახეთის “ჟენისს”.
ლაშა თაბაგარი