ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მეკარე იკერ კასილასი „სამეფო კლუბში“ მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს დანიშვნის წინააღმდეგია.
„მოურინიოსთან პრეტენზია არ მაქვს. ჩემი აზრით, ის მაღალი დონის პროფესიონალია. „რეალში“ მისი ნახვა არ მსურს. ვფიქრობ, ჩემი ოცნების გუნდში სხვა მწვრთნელები საქმეს უკეთესად გაუმკლავდებიან. ეს ჩემი პირადი აზრია და მეტი არაფერი“ – დაწერა ლეგენდარულმა გოლკიპერმა თავის სოციალურ ქსელში.
კასილასი „რეალში“ მოურინიოს ხელმძღვანელობით 2010-2013 წლებში თამაშობდა. ამჟამად, ის ლისაბონის „ბენფიკას“ თავკაცია.
ლაშა თაბაგარი





