კილიან მბაპე: „ახლა ვცდილობ უფრო გამგები ვიყო“

0
3

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ წუწუნი უმადურობაა.
„ვცდილობ ოპტიმისტი ვიყო, რაც ნორმალურია. რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან გიჩნდება შეგრძნება, რომ არა საკუთარ თავს ეკუთვნი, არამედ – ყველას. თუმცა, ეს ცხოვრებაა, რომელიც ავირჩიეთ. შესაძლოა, არა იმ დონეზე, მაგრამ მაინც ავირჩიეთ. ჩვენ ამაზე შევთანხმდით. რთულია ნეგატივზე ჩაციკვლა, როცა მილიონობით ადამიანი პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს. ამიტომ, წუწუნი უმადურობაა.
ამას ყოველთვის კარგად ვერ ვუმკლავდებოდი. ცნობილი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გავხდი. შესაბამისად მომწიფებული არ ვიყავი და არც ემპათია მქონდა, რომ ზოგჯერ სხვების გამეგო. ახლა ვცდილობ უფრო გამგები ვიყო, თუმცა ზოგჯერ ხალხი საზღვრებს ცდება“ – იუწყება საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის ნათქვამს გამოცემა AS.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი