ფლიკი: „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ“

0
2

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტს 2027-2028 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივებს.
„ძალიან მიხარია, რომ მალე „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ. ჩვენ ერთად მუშაობას 2028 წლის ზაფხულამდე გავაგრძელებთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ გადავწყვეტთ, რომ თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონი გავახანგრძლივოთ. მე სწორ ადგილზე ვარ“ – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
61 წლის ფლიკი „ბარსელონას“ სათავეში 2024 წლის მაისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, ხოლო ერთხელ ესპანეთის თასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი