„დინამოს“ „რუსთავთან“ ვაწაძემ ეფექტური გოლით მოაგებინა

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „რუსთავმა“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის 42-ე წუთზე ნინა ნინუამ კუთხური ჩააწოდა და კოტდივუარეალმ აბდულაე იორომ ვარდნაში ანგარიში გახსნა. 24-ე წუთზე მამუკა კაპანაძემ საჯარიმოში გახსნილი რუსთაველთა იაპონელი კაპიტანი იუტა ნაკანო მოძებნა, რომელმაც თავით საპასუხო ბურთი გაიტანა.
38-ე წუთზე ნინუამ კარგი პასი გაუკეთა რუი მონტეირუს და პორტუგალიელი საჯარიმოს გარეთ გამოსულ მეკარე პაპუნა ბერუაშვილს გაცდა, რის შემდეგ, „დინამო“ ისევ დააწინაურა. მე-40 წუთზე ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ მოედნის ცენტრიდან დაიწყო „რუსთავის“ შეტევა, რომელიც დაახლოებით 22-23 მეტრიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
ბერუაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ როლანდ ჯობავამ შეცვალა.
55-ე წუთზე პორტუგალიელმა როდრიგუ რამუშმა პასი მასპინძლების საჯარიმოში გააკეთა, სადაც კარიდან გამოსულმა ჯობავა ხელი ბურთს ააცილა და თავის მცველს დაეჯახა, ხოლო კარისკენ ზურგით მდგომმა მათე ვაწაძემ უკუდარტყმით გაიტანა. ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ 19 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი არ წააგო (3 გამარჯვება, 1 ფრე) და 18 ქულით მეოთხეა.
რუსთავი 2:3 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი