ლოჩოშვილი ისევ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
3

ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე სეზონში ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „კიკერის“ ვერსიით მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ მოხვდა.
ნიურნბერგმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის, ბოლოსწინა 33-ე ტურში პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებულ გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის მეორე ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 32 თამაშში 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი