ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო. მე-12 ტურში ბათუმელებმა წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
შეხვედრის 22-ე წუთზე ალბანელმა უერდი მარამ კუთხური ჩააწოდა და ნიკა კალანდარიშვილმა თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0. 35-ე წუთზე იმავე მარას კუთხურის შემდეგ თავით უკვე „დინამოს“ კაპიტანმა მამუკა კობახიძემ შეაგდო – 2:0.
55-ე წუთზე მარა სტუმართა საჯარიმოში გახსნილი გიორგი კოხრეიძე მოძებნა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი თავს ზემოთ კარიდან გამოსულ ლუკა კუტალაძეს გადაუგდო – 3:0. 71-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა მარჯვენა ფლანგიდან ბათუმელთა საჯარიმოში ჩააწოდა და კარიდან გამოსული ლაზარე კუპატაძე თავის საჯარიმოში კობახიძეს შეეჯახა, რის გამო, ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო ლევან პაპავამ ცარიელ კარში შეაგდო – 3:1.
„დინამოს“ 14 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალი“ ამდენივე ქულით მეშვიდეა.
დინამო ბთ 3:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი





