ეგოიანის „ექსელსიორმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

0
1

„ექსელსიორმა“, რომელიც ნიდერლანდების ერედივიზიონში შარშან დაბრუნდა, ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 33-ე ტურში როტერდამელებმა შინ „ვოლენდამთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო და ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო.
„ექსელსიორი“ 32 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და 3 ქულით ასწრებს მე-16 ადგილზე მყოფ „ვოლენდამს“. თუ როტერდამელები ბოლო ტურში დამარცხდებიან, ხოლო „ვოლენდამი“ მოიგებს, ერედივიზიონში ადგილს მაინც შეინარჩუნებს, რადგან მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს.
22 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ერედივიზიონში ჩატარებულ 30 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი