მიქაუტაძე მალიორკადან ქულით ბრუნდება

0
1

„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის 35 ტურში სტუმრად „მალიორკასთან“ 1:1 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. მას თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია.
მატჩის 31-ე წუთზე ანგარიში აიოსე პერესმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლებიდან თავი კოსოვოელმა ვედათ მურიქმა გამოიჩინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 22-ე გოლი მიითვალა.
„ვილიარელი“, რომელსაც მომავალი სეზონიდან მარსელინო ტორალი აღარ გაწვრთნის, 69 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე თამაში გარანტირებული აქვს.
„ატლანტა იუნაიტედი“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, MLS-ის მორიგ ტურში შინ „ლოს ანჯელეს გელექსისთან“ 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. მას მე-20 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცნიდან შესული მცველს გაექცა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ მეკარემ სტუმრები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
„ატლანტა იუნაიტედი“ 10 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი