სოღოლაშვილი „დილას“ სათავეში და შეყილაძის დუბლი

0
2

იტალიელი დიეგო ლონგოს „დილადან“ წასვლის შემდეგ, გორულ გუნდში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სოღოლაშვილი ასრულებს, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გუნდს სტუმრად ტყიბულის „მეშახტესთან“ სამი ქულა ააღებინა. სოღოლაშვილისთვის ამ თანამდებობაზე მუშაობა უცხო არაა, რადგან „დილას“ ადრეც თავკაცობდა.
მატჩის გმირი შოთა შეყილაძე გახდა, რომელსა წყალტუბოში გასამართ მატჩამდე მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია. მე-17 წუთზე ლევან ქურდაძემ თავის საჯარიმოში პასი მეკარე ლევან შოვნაძეს დაუბრუნა, რომელმაც ბურთი მოგერიების ნაცვლად შეყილაძეს ჩააბარა, რისთვის „დილას“ ფორვარდმა დასაჯა – 0:1.
38-ე წუთზე ოთარ ფარულავამ მოედნის ცენტრიდან კარგი დიაგონალურ პასი გაუკეთა ტყიბულელთა საჯარიმოში გახსნილ შეყილაძეს, რომელმაც ბურთი მკერდით „ჩამოიღო“ და მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა – 0:2.
მეორე ტაიმის შუაწელში „მეშახტეს“ ერთი ბურთი გაქვითვა შეეძლო, მაგრამ გორელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ცოტნე ფაცაციას დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ამის შემდეგ, განელ ემანუელ ბოანსის ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ საჯარიმოში შეჭრილმა სუსტად დაარტყა და შოვნაძე ბურთს დაეუფლა.
74-ე წუთზე ფაცაცია მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, რადგან ბურკინა ფასოელ რუბენ კომპაორესთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს თავის ტრავმა მიიღო. შეხვედრის მიწურულს „დილას“ კართან ახლოს მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ დაარტყა და დავით კერესელიძემ ბურთი ფეხით მოიგერია, რითაც თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
„დილას“ 19 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო ვლადიმერ ბურდულის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ 10 ქულა მოიპოვა და ბოლოს.
ლაშა თაბაგარი