ლუკა იმნაძემ, რომელიც „ჟენისში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „ჟენისი“ სტუმრად „ჟეტისუს“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 89-ე წუთი გაატარა.
მატჩის მე-14 წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, ადილიოს გადაცემის შემდეგ, იმნაძემ მეტოქის საჯარიმო მცველს დაასწრო და ანგარიში გაზარდა. მან 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. იმნაძის მსგავსად „ჟეტისუს“ სასტარტოში ელგუჯა ლობჯანიძემ ითამაშა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მასპინძლებში შეუცვლელად გაისარჯა ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი. „ჟენისი“ 13 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო „ჟეტისუ“ 12 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





