სანტანდერის „რასინგმა“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგაში დასაბრუნებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 38-ე ტურში სანტანდერელებმა „უესკას“ უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 73 წუთი გაატარა, მაგრამ ამჯერად გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს, ხოლო საკუთარ კარში ერთი ბურთი მიიღეს. „რასინგი“ 72 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





