ხორხელმა სლოვაკეთში თავი ისევ გამოიჩინა

0
3

ლუკა ხორხელმა ტრნავის „სპარტაკის“ მაისურით სლოვაკეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. საჩემპიონო რაუნდის მე-8 ტურში ტრნაველები გასვლაზე „პოდბრეზოვას“ 3:0 აჯობა.
ქართველი შემტევი ნახევარმველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, საჯარიმოშ მყოფმა თანაგუნდელისგან პასი მიიღო, რაც კარგად გამოიყენა. მან ბოლო ხუთ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო. „პოდბრეზოვას“ სასტარტოში შუახაზელი ლუკა სილაგაძე იყო, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
26 წლის ხორხელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 23-ჯერ ითამაშა და 6 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი მიითვალა. ტრნაველებს 53 ქულა აქვთ და 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში მესამეა, ხოლო „პოდბრეზოვა“ 39 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი