ბეგლარიშვილის მომგებიანი გოლი

0
3

ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში მეოთხე გოლი გაიტანა. მე-10 ტურში „ნომემ“ გასვლაზე „პიარნუს“ 3:2 აჯობა და ქართველმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, „პიარნუს“ კარში გამარჯვების გოლი შეაგდო – საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, „ნომე“ 13 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლიეტუვას ჩემპიონატის მე-11 ტურში კაუნასის „ჟალგირისი“ სტუმრად „ბანგას“ დაუზავდა – 2:2. კაუნასელთა შემადგენლობაში მცველმა ანტონ თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ანგარიში გაათანაბრა – საჯარიმოში მყოფმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა. „ჟალგირისი“ 26 ქულით 10 გუნდს შორის პირველია.
ლაშა თაბაგარი