გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს

0
7

გიორგი გულიაშვილისთვის „რასინგის“ რიგებში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში სტუმრად „სეუტასთან“ ჩატარებული შეხვედრა უიღბლო აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ორი გოლი არ ჩაუთვალეს.
მატჩის მე-7 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა გულიაშვილმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმეს და  თამაშგარის გამო გოლი არ ჩათვალეს. 24-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელმა საჯარიმოში მოძებნა გულიაშვილი, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და მეკარემ „სეუტა“ გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
56-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს „რასინგის“ ფეხბურთელმა ბურთი მასპინძლების კართან ჩააწოდა და გულიაშვილმა თავით გაიტანა. თუმცა, რეფერის ვიდეოასისტენტმა გიორგიზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. გულიაშვილი 75-ე წუთზე ვილალიბრემ შეცვალა. 37 ტურის შემდეგმ „რასინგი“ 69 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და ლა ლიგაში გადასვლა ფაქტობრივად გაინაღა.
ლაშა თაბაგარი