გიორგი ქვილითაიამ „მეცის“ რიგებში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა. 31-ე ტურში „მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი თამაშობს, სტუმრად „ლე ავრს“ დაუზავდა – 4:4.
ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-9 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჰეინის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მან 47-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა. „მეცი“ 16 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




