ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეაგდო

0
1

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით გოლით ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდნჰაიმმა“ ერთ-ერთი კონკურენტი „ზანკტ პაული“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების დროს საჯარიმოში ბურთი შოპნერის ფეხიდან მიუვიდა და ერთი შეხებით კარში გადაგზავნა.
82-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი დინკჩიმ გამოიჩინა. ზივზივაძე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 16 თამაშში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
„ჰაიდენჰაიმმა“ 17-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი