ლუის ენრიკე: „ხვიჩას ხასიათზე ვსაუბრობ“

0
6

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრაგეთის ლიგა 1-ში შინ „ნანტთან“ 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
„ხვიჩა მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობს. მე მისი თამაშის ხარისხს არ ვგულისხმობ, რომლის შესახებ ყველამ იცის. მის ხასიათზე ვსაუბრობ – იმაზე თუ როგორც იცავს თავს მიუხედავად იმისა რა დონის მატჩია. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ის ფიქრობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშს ატარებდა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს beIN Sports.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი