ლამინ იამალი მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ვეღარ დაეხმარება. მან ტრავმა ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „სელტასთან“ 1:0 მოგებულ მატჩში პენალტის გატანის დროს მიიღო.
„ბარსელონას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, იამალს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ის კონსერვატიულ მკურნალობას გაივლის და ელოდებიან, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე დაეხმარება.
18 წლის იამალმა ამ სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





