ბეგლარიშვილის კიდევ ერთი გოლი

0
8

ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესტონეთის უმაღლეს ლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-8 ტურში „ნომე“ სტუმრად „კალიუს“ შეხვდა და 1:7 განადგურდა.
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მან გასულ წელს უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ „ნომეში“ 8-ჯერ ითამაშა და 3 გოლის გარდა, 4 საგოლე პასი გააკეთა. „ნომე“ 7 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი