კიტეიშვილმა ლასკს ზედიზედ მეორე მატჩში გაუტანა

0
13

ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ ლასკი მიიღო და წინა ტურის მსგავსად გუნდებმა ისევ ქულები გაიყვეს და ანგარიშიც იმავე დაფიქსირდა – 1:1.
სტუმრები მე-18 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან ალემაომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაში ნაადრევად დაასრულა. ლასკი 52-ე წუთზე უსორმა დააწინაურა, ხოლო შეუცვლელად მატჩის ჩამტარებელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კიტეიშვილმა 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ის 25 მატჩში გატანილი 14 გოლით და 3 საგოლე პასით ჩემპიონატის ბომბარდირებში ლიდერია.
ჩვენი ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ნახევარმცველი გიზო მამაგეიშვილი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. „შტურმი“ 29 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში 29 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან „ზალცბურგს“ ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი