მარკო როზე „ბორნმუთს“ გაწვრთნის

0
1

მომავალი სეზონიდან „ბორნმუთს“ მარკო როზე გაწვრთნის, რის შესახებ ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება. ის ესპანელ ანდონი ირაოლას შეცვალის, რომელიც ზაფხულში თანამდებობას დატოვებს.
49 წლის გერმანელი სპეციალისტი ბოლოს სამშობლოში „ლაიფციგს“ ავარჯიშებდა – 2022 წლის სექტემბრიდან 2025 წლის მარტამდე. მანამდე, ის ავსტრიის „ზალცბურგს“, მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი