სტოუნსი სეზონის ბოლოს „სიტის“ დაემშვიდობება

0
2

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჯონ სტოუნსი „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. 31 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
„სიტიმ“ სტოუნსი 2016 წლის აგვისტოში „ევერტონიდან“ 47,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ინგლისის ეროვნული გუნდის უკანახაზელმა მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 292 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
მან „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა ექვსჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ, ინგლისის ლიგის თასი სამჯერ, ინგლისის სუპერთასი ორჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი