ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი მეცამეტედ აიღო. 27-ე ტურში გრაცელები სტუმრად ლასკ-ს შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-10 წუთზე პენალტიდან გრაცელები დააწინაურა. მის ანგარიშზე 13 გოლის გარდა, 3 საგოლე პასია. ის ავსტრიის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.
ჩვენი ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ნახევარმცველი გიზო მამაგეიშვილი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





