მესიმ ესპანეთში საფეხბურთო კლუბი შეიძინა

0
2

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ საფეხბურთო კლუბი „კორნელია“ შეიძინა, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში გამოდის. ამის შესახებ კატალონიის რეგიონში მდებარე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„ეს ნაბიჯი ამტკიცებს მესის მჭიდრო კავშირს ბარსელონასთან და მის სურვილს კატალონიაში როგორც სპორტი, ასევე ადგილობრივი ტალანტები განავითაროს. კავშირს, რომელიც მისი „ბარსელონაში“ თამაშის დროს ჩაისახა და დღემდე ინარჩუნებს“ – ნათქვამია „კორნელიას“ განცხადებაში.
„კორნელია“ 1951 წელს შეიქმნა და სტადიონ „ნოუ კამ მუნისიპალზე“ თამაშობს, რომელზეც 1500 გულშემატკივარი ეტევა.
ცნობისთვის, მესი „ბარსელონაში“ 2004-2021 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი