ხორხელმა კაშიას „სლოვანს“ გაუტანა

0
9

ლუკა ხორხელმა ტრნავის „სპარტაკის“ მაისურით ამ სეზონში სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მესამე გოლი გაიტანა. საჩემპიონო ჯგუფის მე-5 ტურში ტრნაველებმა სტუმრად ბრატისლავას „სლოვანთან“ მატჩი 2:2 დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი გურამ კაშია მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ხორხელი შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 82-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს სტუმართა ფეხბურთელმა შორი მანძილიდან კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც მეკარემ ცუდად მოიგერია, ხოლო ხორხელმა თავით გაიტანა. ის სლოვაკეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და 19 მატჩში გატანილი 3 გოლის გარდა, 1 საგოლე პასი გააკეთა. მასპინძლებმა ქულა 86-ე წუთზე გადაარჩინეს.
„სლოვანი“ 56 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში ლიდერია, ხოლო „სპარტაკი“ 44 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი